2018-03-20 16:09:48, 2188 ნახვა
მსოფლიო
Charlie Hebdo-მ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს კარიკატურა მიუძღვნა
ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა Charlie Hebdo-მ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ახალი კარიკატურა გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ კარიკატურა ჟურნალის 14 მარტის ნომერში გამოვიდა, მაშინ როდესაც არჩევნები რუსეთში 18 მარტს ჩატარდა.
Charlie Hebdo-ს ნახატზე რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს ხელში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ქსენია სობჩაკის თოჯინა უჭირავს.
სობჩაკის თავზე წარწერაა: "მე მქვია ქსენია სობჩაკი, ანტიპუტინური კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე".
პუტინის უკან ზის ხელშეკრული და თვალებახვეული ადამიანი, რომელიც ამბობს: " მე ალექსეი ნავალნი ვარ, ერთადერთი დემოკრატი. არ მომცეთ ხმა!".
ავტორი: ,