2018-03-20 16:06:35, 1996 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 37 პირი დააკავეს
იტალიელმა სამართალდამცველებმა კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 37 ადამიანი დააკავეს.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, სპეცოპერაცია აპულიას ოლქში ჩატარდა.
დაკავებულთა შორის ძირითადად, მაფიოზური ორგანიზაცია „საკრა კორონა უნიტას“ წევრები არიან.
ჩხრეკისას პოლიციელებმა, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ორი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს.
დაკავებულები ადამიანების გატაცებაში, შეიარაღებულ თავდასხმასა და იარაღის უკანონო შენახვაში არიან ეჭვმიტანილები.
ავტორი: ,