2018-03-20 16:03:19, 2467 ნახვა
მსოფლიო
კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად „პროფესორი“ დააკავეს
კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გიგა პეტრიაშვილი იგივე "პროფესორი" დააკავეს, - ამის შესახებ PrimeCrime იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, პეტრიაშვილი კიევში უკანონოდ იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ 26 წლის გიგა პეტრიაშვილი 2017 წლის 3 სექტემბერსაც დააკავეს. მაშინ უკრაინის პოლიციამ ის თურქეთში გააძევა.
პეტრიაშვილი გურჯაანში 1991 წლის 11 ივლისს დაიბადა. ის ე.წ. კონიერ ქურდად 2013 წელს „მონათლეს“.
ავტორი: ,