22:14 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 15:31:07, 1893 ნახვა

პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსს“ გადაწყვეტილი არ აქვს, დაუჭერს თუ არა მხარს რეზოლუციის შემუშავებულ ტექსტს

"პატრიოტთა ალიანსი“ ჩამოყალიბების პროცესშია, დაუჭიროს თუ არა მხარი რეზოლუციის შემუშავებულ ტექსტს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის წევრმა ადა მარშანიამ განუცხადა.

„ჩვენი პოლიტიკური ძალა რეზოლუციასთან მიმართებაში არის ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში. ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ცხადია, ჩვენ ამ მოვლენებთან დაკავშირებით დიდი ხანია ჩვენი აზრი ჩამოყალიბებული გვაქვს, თუმცა მე ვგულისხმობ უშუალოდ რეზოლუციის ტექსტს.პრობლემაა, რომ ეს რეზოლუცია მართლაც ქმედითი გახდეს და არ იყოს კიდევ ერთი რეზოლუცია რეზოლუციისთვის. ასე ცხოვრება და ასეთი მუშაობა უკვე შეუძლებელია. რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ვართ, საკომიტეტო ფორმატში კენჭისყრაში მონაწილოება არ მიმიღია”,-აღნიშნა მარშანიამ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ აყალიბებს პოზიციას უშუალოდ რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით და არა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ტრაგიკულ შემთხვევაზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics