09:04 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 12:09:12, 1463 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება მიმდინარეობს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ბინას 164 დევნილ ოჯახს გადასცემს. 

ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღების პროცესი 5 აპრილამდე გაგრძელდება. 

განაცხადების შევსება აჭარაში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ: 

• თბილისი, სამინისტროს მისაღები ცენტრი - თამარაშვილის ქ. N15ა; 
• ბათუმი - აღმაშენებლის ქ.N19  (26 მარტიდან - 1 აპრილამდე);
• ქუთაისი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო - აბაშიძის გამზ. N27; 
• ზუგდიდი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო - ხუბულავას ქ. N6. 

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა  2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics