07:58 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 11:28:53, 1290 ნახვა

საზოგადოება
თიბისი გალერეაში „გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

თიბისი გალერეამ „გლობალური ფულის კვირეულის" ფარგლებში ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით  საგანმანათლებლო ტრენინგს უმასპინძლა. თიბისი ბანკი, ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც შეუერთდა გლობალური ფულის კვირეულს. საგანმანათლებლო ტრენინგი ჩაატარა კავკასიის უნივერისტეტის დამფუძნებელმა,  გიორგი სიმონგულაშვილმა, რომელიც GEC Corporation -ის პარტნიორი და ასოცირებული პროფესორია ფინანსების განხრით.

ტრეინინგს 14-18 წლის ახალგაზრდები ესწრებოდნენ,  რომლებსაც მოწვეული სტუმარი ესაუბრა ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა ფულის ხარჯვა და შენახვა, ფულის დროში ღირებულება, სესხი, პროცენტი და ა.შ.

„გლობალური ფულის კვირეული" (Global Money Week) საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International-ის (CYFI) ინიციატივით ყოველწლიურად, მარტის თვეში მსოფლიოს მასშტაბით  აღინიშნება.  პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების გავრცელება და საზოგადოებაში ფინანსური საკითხების გარშემო დიალოგის წახალისება. საქართველოში აღნიშნული კვირეულის კოორდინატორი საქართველოს ეროვნული ბანკია.

წლევანდელი კვირეულის დევიზია „ფინანსური საკითხები მნიშვნელოვანია."

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics