22:14 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 10:42:45, 1561 ნახვა

პოლიტიკა
ლინკევიჩუსი - ნატო მომავალ სამიტზე საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად მზად არ არის

ლიტვა მზადაა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს ინიციატივა განიხილოს, - ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ინიციატივის განსახილველად. უკვე გავაკეთეთ განცხადებები ცხინვალის საქმეზე. აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ეტაპზე მომხდარ ფაქტს არ უარყოფენ, მაგრამ ცდილობენ ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭონ და შეცდომად ან გაუგებრობად შეაფასონ. ასე რომ მთავარია თვალი ვადევნოთ. ჩვენ კი ნებისმიერი დისკუსიისთვის მზად ვართ“, - განაცხადა ლინკევიჩუსმა.

მან ასევე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.

„თუ პირდაპირ მეკითხებით არის თუ არა მზად ალიანსი რომ საქართველო მიიწვიოს ნატოში გასაწვერიანებლად მომავალ სამიტზე, გულახდილად გიპასუხებთ, რომ ამ ეტაპზე არა. მაგრამ თუ ვიკითხავთ უახლოვდება თუ არა საქართველო ნატოს, პასუხი იქნება -დიახ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს რეფორმები რეფორმებს თქვენ საკუთარი ქვეყნისთვის ატარებთ და არა სხვებისთვის. დრო ნამდვილად არ უნდა დაიკარგოს. მზად უნდა იყოთ, გაწევრიანების დრო აუცილებლად მოვა. თუ ეს დრო დადგება და თქვენ მზად არ იქნებით, მოგიწევთ საკუთარ თავს დააბრალოთ. ეს კი ნამდვილად არ მინდა მოხდეს“, - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა „კურიერთან“ ინტერვიუში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics