21:28 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-18 10:47:59, 5241 ნახვა

სხვადასხვა
საქართველოს სოლიდარობის ფონდი დღეს 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს

 სასტუმროში "რადისონი" დღეს  საქართველოს სოლიდარობის ფონდის 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია  და ფონდის მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის 18 იანვრის მონაცემებით, სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში ყოველთვიურად  240-ზე მეტი საჯარო უწყების 40,000-ზე მეტი თანამშრომელია ჩართული.

 ფონდის ამოქმედებიდან დღემდე, კერძო სექტორიდან შემოუერთდა 14 კომპანია, რომლებიც სხვადასხვა სახით ეხმარებიან ფონდს - თანამშრომლების მიერ გადარიცხული ყოველთვიური დონაციებით, კომპანიების პროდუქტებში/სერვისში მცირე დონაციის ინტეგრაციით (თეატრის/წარმოდგენების ბილეთებში, საბაგიროს აბონიმენტებში 10 თეთრიდან 1 ლარამდე ინტეგრაციით, ფონდის საქმიანობის პოპულარიზაციით).

სულ შემოსული 1,701,330 ლარიდან, ფონდის კომისიის 9 სხდომაზე დამტკიცდა 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 58 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება, მათ შორის 18 შემთხვევაში საზღვარგარეთ, ხოლო 40 შემთხვევაში საქართველოში. სულ 1,198,000 ლარის ოდენობის დაფინანსებაა დამტკიცებული.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics