14:04 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 13:45:17, 1658 ნახვა

კომენტარი
ბესელია: ერთიანი რეზოლუცია ეს არის გონივრულიც და სახელმწიფოებრივიც

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ერთიან რეზოლუციაზე შეთანხმება სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

"სწორი პოლიტიკური გადაწყვეტაა ამ საკითხის.ეს არის გონივრულიც და სახელმწიფოებრივიც, რომ ასეთ მნიშვნელოვან ეროვნულ თემაზე არ იყოს განსხვავებული ტექსტები და არ იყოს ზედმეტი ემოციების ხარჯვა და პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა ცალ-ცალკე პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან.გაცილებით უკეთესი პოლიტიკური სვლაა ეს დოკუმენტი, რომელიც ერთიანად უნდა იყოს მხარდაჭერილი ყველას მხრიდან", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. უმრავლესობის მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში უმცირესობის მერ დასმული საკითხებიცაა ასახული, მათ შორის ე.წ. ოთხოზორია ტატუნაშვილის სია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის
პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის 1 საათიანი შეხვედრა დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics