17:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 12:05:44, 1944 ნახვა

მსოფლიო
ევროპული ქვეყნები ანექსირებულ ყირიმში რუსეთის არჩევნების ჩატარებას გმობენ

საფრანგეთი, კანადა, ესტონეთი, გერმანია და ნორვეგია ანექსირებულ ყირიმში ჩატარებულ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს გმობენ, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან ივ ლე-დრანის განცხადებით, ქვეყანა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

"ყირიმის 4-წლიანი ანექსიის თავზე, საფრანგეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ უჭერს მხარს", - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო მინისტრის განცხადებაში.

ამასთან, კანადის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ისინი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გმობენ. რაც შეეხება ესტონეთს, საგარეო საქმეთა მინისტრის სვენ მიკსერის თქმით, ქვეყანა ანექსირებულ ყირიმში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ანექსირებულ ყირიმში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ნორვეგიამ და გერმანიამაც დაგმეს. ნორვეგია ყირიმში საპრეზიდენო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. "ნორვეგია არ აღიარებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ყირიმში ჩატარდა და ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკას გააგრძელებს", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. აღნიშნული არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმშიც ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტს პოსტს ისევ ვლადიმერ პუტინი დაიკავებს. მან აღნიშნულ არჩევნებში რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა და ამომრჩეველთა 76.66% მიიღო. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics