17:05 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 11:33:59, 1960 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი: სკრიპალის საქმის გამო, ნატო რუსეთთან ურთიერთობებს გადახედავს

ნატო სკრიპალის საქმის გამო რუსეთთან ურთიერთობებს გადახედავს, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბრგმა  გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვის აგრესიული და არაპროგნოზირებადი ქმედებების გამო, ნატო თავდაცვით პოტენციალს გაზრდის.

„სოლსბერის ინციდენტი - ეს არის საერთო სურათის ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც ჩვენ წლების განმავლონაში ვხედავთ. რუსეთი მეტად აგრესიული და არაპროგნოზირებადი ხდება. ჩვენ უნდა ვიყოთ მეტად მკაცრი და მომთხოვნები მის მიმართ. რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე იზრდება, ამიტომ ალიანსმა თავდაცვაზე უნდა იზრუნოს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი განმარტებით, ნატოს წევრი სახელმწიფოები რუსეთის მიმართ მიდგომას სავარაუდოდ უკვე ივლისში დაგეგმილ სამიტზე განიხილავენ.

ნატოს მომდევნო სამიტი ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics