|
2018-03-18 12:47:17, 1694 ნახვა
საზოგადოება
მუხიანში ელექტროპანდუსი დამონტაჟდა
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მუხიანის მესამე მ/რ-ის N8 კორპუსის III სადარბაზოს შესასვლელის ადაპტაცია განხორციელდა და ელექტროპანდუსი დამონტაჟდა. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან და თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან, გიგა სოფრომაძესთან ერთად გაეცნო. „მუხიანის მესამე მ/რ-ის N8 კორპუსში კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ, სადაც ელექტროპანდუსი დამონტაჟდა. აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს ეტლით მოსარგებლე ორი მოსწავლე ჰყავს. კორპუსის ადაპტირების შემდეგ კი, მოზარდებს დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ. ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც რა თქმა უნდა, მომავალშიც განვაგრძობთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 35 500 ლარი გამოიყო.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)