06:45 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-17 16:49:35, 2149 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს დაცული ტერიტორიები დაემატება

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ახალი ფართები შეემატება. ამის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დაცული ტერიტორიების გაზრდის საკითხზე უკვე მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში ახლო მომვალში იქნება წრდგენილი.

მინისტრი ამბობს, რომ დაცული ტყეები და ლანდშაფტი დაცულ გარემოს ნიშნავს.

ამასთან დავითაშვილის ინფორმაციით, 2018 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით გაიზარდა და 31 892 შეადგინა.

ვიზიტორთა შორის 59% ქართველია, ხოლო 41% - უცხოელი. საერთაშორისო მოგზაურებიდან, დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, გაერთიანებული საემიროებიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ესტუმრა.

მიმდინარე წლის მონაცემებით, ტოპ 5 ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიაა: თბილისის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნულ პარკი, პრომეთეს მღვიმე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics