08:22 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 19:03:01, 2070 ნახვა

სამართალი
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობისთვის ბრალდებულები დამნაშავედ სცნეს

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ჩადენაში ბრალდებულები ვ.მ. და თ.შ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და მესამე ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით.

სასამართლო  პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თაღლითობისთვის ნასამართლევმა ვ.მ.-მ და თ.შ.-მ, 2017 წლის 6 ივნისს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში  ყალბი დოკუმენტების წარდგენით სცადეს ეგვიპტის მოქალაქის კუთვნილი, 451 220 ლარად ღირებული, ქ.თბილისში მდებარე 2215 კვ/მ მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლება. სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულებმა განზრახვის განხორციელება ვერ შეძლეს.

თ.შ.  2017 წელის 16 ივნისს, ხოლო ვ. მ.  2017 წლის 29 ივლისს  ქ.თბილისში დააკავეს. ვ.მ.-ს ბრალდება   სისხლის სამართლის კოდექსის  19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და მესამე ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით (თაღლითობის მცდელობა,  ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარედგინა,  თ.შ.-ს კი სისხლის სამართლის კოდექსის  19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით).

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  ვ.მ.-ს 7 წლით,  ხოლო  თ.შ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics