14:04 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 17:22:34, 1490 ნახვა

კომენტარი
ზაზა სოფრომაძე: გუდაურში დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გუდაურში დაშავებული 2 მოქალაქე გადის მკურნალობას.

როგორც სოფრომაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კიდევ 4 ტურისტი თბილისში რეანომობილებით გადმოჰყავთ. მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში შემოსულია 2 პაციენტი. დანარჩენი 5 დაშავებული გზაშია. 4 მათგანი მოთავსდება ასევე ღუდუშაურის კლინიკაში. ხოლო შვედეთის მოქალაქე, ორსული ქალბატონი კლინიკა "მედიქლაბში" მოთავსდება. რაც შეეხება ჩამოყვანილი პაციენტების მდგომარეობა, უკრაინის მოქალაქე ქალბატონს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობა. დანარჩენების მდგომარეობა არის შედარებით მსუბუქი სიმძიმის. იმათაც აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაჟეჟილობები. ზედმეტი პანიკის საფუძველი არ არსებობს. არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის
პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის 1 საათიანი შეხვედრა დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics