03:42 - 12 May, 2026
|
2018-03-16 16:51:53, 1408 ნახვა
საზოგადოება
გუდაურში დაშავებული უკრაინის მოქალაქე ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს
გუდაურის სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს დაზიანების შედეგად დაშავებული უკრაინის მოქალაქე ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, იგი ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. პაციენტს ხელის ღია მოტეხილობა და თავის ტრავმა აღენიშნება. მის მოსანახულებლად კლინიკაში ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე მივიდა. შეგახსენებთ, რომ გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)