03:42 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 14:34:08, 1666 ნახვა

საზოგადოება
„ენერგო-პრო ჯორჯია“ - გუდაურის საკურორტო ზონაში, ავარიული გათიშვა ან რაიმე სახის სხვა შეფერხება არ დაფიქსირებულა

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ხაზგასმით აცხადებს, რომ გუდაურის საკურორტო ზონაში, ქსელში არანაირი ავარიული გათიშვა, ძაბვის პარამეტრების ცვალებადობა ან რაიმე სახის სხვა შეფერხება არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ გუდაურის საბაგიროზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით „ენეგრო-პრო ჯორჯიას“ განცხადებაშია აღნიშნული.

საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ საბაგიროს ხაზი საპირისპირო მიმართულებით დატრიალდა და რამდენიმე ადამიანი გონდოლიდან ჩამოვარდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე  სასწრაფო დახმარების 3 ეკიპაჟი მუშაობდა. პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, ეკიპაჟებმა დაშავებულები გუდაურის ამბულატორიაში გადაიყვანეს.

„პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ასევე თბილისიდან გაგზავნილია 2 რეანომობილი, რათა საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს მათი შემდგომი ჰოსპიტალიზაცია“, - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics