|
2018-03-16 14:12:15, 1738 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი გალერეაში“ ახალგაზრდებისთვის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართება
17 მარტს, 11:00 საათზე, "გლობალური ფულის კვირეულის" ფარგლებში, 14-18 წლის ახალგაზრდებისთვის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართება. საგანმანათლებლო ტრეინინგს ჩაატარებს მოწვეული სტუმარი - გიორგი სიმონგულაშვილი, GEC Corporation -ის პარტნიორი, ასოცირებული პროფესორი ფინანსების განხრით და კავკასიის უნივერსტეტის დამფუძნებელი. „გლობალური ფულის კვირეული" (Global Money Week)საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International-ის (CYFI) ინიციატივით ყოველწლიურად, მარტის თვეში მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების გავრცელება და საზოგადოებაში ფინანსური საკითხების გარშემო დიალოგის წახალისება. საქართველოში აღნიშნული კვირეულის კოორდინატორი საქართველოს ეროვნული ბანკია. წლევანდელი კვირეულის დევიზია „ფინანსური საკითხები მნიშვნელოვანია". ტრეინინგზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, შეავსეთ ბმული: https://www.surveymonkey.com/r/D2MYZ6V მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი გალერეა, მე-4 სართული
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)