03:42 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 18:30:07, 3125 ნახვა

საზოგადოება
გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა - დაშავდა 10 ადამიანი (ვიდეო)

გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა. საბაგიროს ხაზი საპირისპირო მიმართულებით დატრიალდა და რამდენიმე ადამიანი გონდოლიდან ჩამოვარდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე  სასწრაფო დახმარების 3 ეკიპაჟი მუშაობდა. პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, ეკიპაჟებმა დაშავებულები გუდაურის ამბულატორიაში გადაიყვანეს.

ინციდენტის შემდეგ ადგილზე პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩავიდა. როგორც მან განაცხადა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა დაშავებული მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. მანვე აღნიშნა, რომ საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის მიზეზების დასადგენად ქვეყანაში საერთაშორისო ექპერტები ჩამოვლენ. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, ქუმსიშვილის თქმით, უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც მომხდარ შემთხვევაში დამნაშავედ გამოვლინდება.

მოგვიანებით, 7 მოქალაქის თბილისში გადმოყვანა გადაწყდა. თავდაპირველად ვერტმფრენით, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში უკრაინის ერთი მოქალაქე გადმოიყვანეს. კიდევ 6 ტურისტის გადმოყვანა რეანომობილებით განხორციელდა. ამ ეტაპზე, ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება, დანარჩენების მდგომარეობა კი, დამაკმაყოფილებელია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ექსპლუატაციის წესების დარღევას გულისხმობს.

ცნობისთვის, საბაგიროს, რომელიც გუდაურში მწყობრიდან გამოვიდა ინსპექტირება 2017 წლის 22 დეკემბერს კომპანია "CA International"-მა ჩაუტარა. კომპანიის დირექტორის სანდრო შელიას განცხადებით, საბაგირო იდეალურ მდგომაროებაში იყო და არანაირი შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა. 

მომხდართან დაკავშირებით განცხადება სს „ენერგო-პრო ჯორჯიამაც“ გაავრცელა. კომპანიის ინფორმაციით, გუდაურის საკურორტო ზონაში, ქსელში არანაირი ავარიული გათიშვა, ძაბვის პარამეტრების ცვალებადობა ან რაიმე სახის სხვა შეფერხება არ ყოფილა.

 

 

 

updated at 18:00 pm









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics