|
2018-03-15 19:58:00, 2042 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე საუდის არაბეთის სამეფოს საჯარო საინვესტიციო ფონდის გენერალურ დირექტორს შეხვდა
საუდის არაბეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საუდის არაბეთის სამეფოს საჯარო საინვესტიციო ფონდის გენერალურ დირექტორს, იასინ ალ-რუმიანს შეხვდა. შეხვედრისას, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ორმხრივი ურთიერობების გაღრმავების აუცილებლობაზე. ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საუდის არაბეთის სამეფოს საჯარო საინვესტიციო ფონდის გენერალურ დირექტორს გააცნო საქართველოში მიმდინარე პროცესები და განვითარების მიმართულებები. განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივა ისეთი მნიშვნელოვან სექტორებში როგორიცაა:ლოგისტიკა, ტურიზმი, ვაჭრობა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების მნიშვნელობას და ქვეყანაში შექმნილი ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის არსებობას. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)