15:39 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 16:40:56, 2044 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას საფრანგეთიც გეგმავს

დიდი ბრიტანეთის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებას საფრანგეთიც გეგმავს. 

Reuters-ის ინფორმაციით,  ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, უახლოეს დღეებში „გრუ“-ს ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით,  საპასუხო ნაბიჯებზე განცხადებას გააკეთებს. 

მანამდე, საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა, ბენჟამინ გრივომ, სკრიპალსა და მის ქალიშვილზე თავდასხმას „ძალიან სერიოზული აქტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ პარიზი გამოძიების შედეგებს ელის, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს. 

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში კრემლი დაადანაშაულა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, პრემიერის თქმით, ბრიტანეთი რუსეთთან უმაღლეს დონეზე ყველანაირ კონტაქტს წყვეტს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics