|
2018-03-15 16:15:58, 1773 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) საჯარო ლექცია წაიკითხა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლექციას - „ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებები და მათი გავლენა ეკონომიკაზე“ BTU-ს სტუდენტები ესწრებოდნენ. ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. მინისტრმა სტუდენტებს საჯარო ლექციის მიმდინარეობისას გააცნო მთავრობის ხედვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ასევე ესაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეფორმები. პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მნიშვნელობაზე, საპენსიო რეფორმაზე, კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, საჯარო კერძო თანამშრომლობის სქემაზე, ლარიზაციაზე, სივრცით დაგეგმარებაზე, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე, წიაღის მართვის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და სხვა. საჯარო ლექცია სტუდენტების მაღალი ჩართულობით წარიმართა. ლექციას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)