|
2018-03-15 14:54:05, 1556 ნახვა
ეკონომიკა
საჯარო რეესტრის ახალი სერვისით 350-ზე მეტმა პირმა ისარგებლა
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი სერვისის, ბიზნესის დაწყების რეგისტრაციასთან ერთად დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელად ნებაყოფლობითი რეგისტრაციის მოთხოვნით, უკვე 350-ზე მეტმა პირმა მომართა. საჯარო რეესტრისა და შემოსავლების სამსახურის ახალი სერვისით ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ პირებს, კომპანიის რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად, იმავე განცხადებით, დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელად ნებაყოფლობითი რეგისტრაციის მოთხოვნაც შეუძლიათ და ამისთვის შემოსავლების სამსახურში დამატებითი ვიზიტი აღარაა საჭირო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განაცხადს შემოსავლების სამსახურს თავად უგზავნის ელექტრონული პროგრამის საშუალებით და შედეგად, ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურის დასრულებასთან ერთად, სუბიექტი დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელად რეგისტრირდება. შეტყობინებას დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირების შესახებ დაინტერესებული პირი მის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით იღებს. ბიზნესის დაწყებით დაინტერესებული პირებისთვის ახალი, გამარტივებული მომსახურება 2018 წლის 27 თებერვლიდან ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)