|
2018-03-15 12:58:40, 1402 ნახვა
ეკონომიკა
Tbilisi Open Air-ის მუსიკალური დირექტორი: ვფიქრობ, Check in Georgia-სთან თანამშრომლობა წელს განსაკუთრებით დაგვეხმარება
„მიმდინარე წელს Check in Georgia-სთან თანამშრომლობის პირველი წელია და ვფიქრობთ, კარგად შევასრულებთ იმ მისიას, რაც საქართველოს მუსიკალური ინდუსტრიის მსოფლიო რუკაზე გამოჩენაა, - ამის შესახებ Tbilisi Open Air-ის მუსიკალურმა დირექტორმა დავით ცინცაძემ Check in Georgia-ს 2018 წლის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, Tbilisi Open Air წელს ივნისში გაიმართება, თუმცა კონკრეტულ თარიღები მოგვიანებით გახდება ცნობილი. „Tbilisi Open Air განაგრძობს ჩვეულ სვლას იმ მიმართულებით, რომ იყოს კავკასიის ყველაზე დიდი ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი. „ჩექინ ჯორჯიასთან" წელს თანამშრომლობის პირველი წელია და ვფიქრობთ, კარგად შევასრულებთ იმ მისიას, რაც საქართველოს მუსიკალური ინდუსტრიის მსოფლიო რუკაზე გამოჩენასა და სათანადო ადგილის დაკავებას გულისხმობს. ამ მიმართულებით უკვე გადავდგით დიდი ნაბიჯები და ვფიქრობ, Check in Georgia-სთან თანამშრომლობა წელს განსაკუთრებით დაგვეხმარება", - აღნიშნა დავით ცინცაძემ Check in Georgia წელს 300-მდე სხვადასხვა სახის ღონისძიებას მოიცავს. წლევანდელი Check-in Georgia-ს ქოლგის ქვეშ გაერთიანდა თითქმის ყველა მასშტაბური ფესტივალი, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური და ფოტო ფესტივალები, რეგიონალური თეატრების ფესტივალი, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea და სხვა. ჩექინს შემოუერთდნენ ოუფენ ეარი, 4 GB და ა.შ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)