15:40 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 13:04:16, 2345 ნახვა

მსოფლიო
Reuters - რექს ტილერსონის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი ცნობილია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის თანამდებობიდან გათავისუფლების ძირითადი მიზეზი, ჩრდილოეთ კორეის საკითხის რეგულირებაზე მისი დამოკიდებულება გახდა.

Reuters-ის ცნობით, ტილერსონი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ფხენიანთან დიალოგისკენ მოუწოდებდა, ტრამპი კი, ჩრდილოეთ კორეაზე მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკას ატარებდა.

"პრეზიდენტის აზრით, ტილერსონს შეეძლო ბევრ დათმობაზე წასულიყო. ტრამპს სჭირდება ის ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად ენდობა", - აცხადებს სააგენტოს წყარო (ამერიკელი მაღალჩინოსანი).

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ტრამპმა ტილერსონს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობას, ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო დაიკავებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics