|
2018-03-15 13:00:20, 1448 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საუდის არაბეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის (მაჯლის აშ-შურა) თავმჯდომარეს, აბდულა იბნ მუჰამად ალ აშ-შეიხს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „ბოლო სამი წლის განმავლობაში, ძალიან დინამიურად ვითარდება ეკონომიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის. საუდის არაბეთი წარმოადგენს წამყვან ინვესტორს მსოფლიო ეკონომიკაში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განვავითაროთ ურთიერთობა როგორც ყურის ქვეყნებთან, ისე საუდის არაბეთთან, როგორც ყურის ქვეყნების წამყვან სახელმწიფოსთან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. „საქართველოს და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობები პოზიტიურია. მე მქონდა ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, მანამდე შედგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები სამეფოში. ჩვენს ქვეყნებს შორის დადებით ურთიერთობებზე მეტყველებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვიზიტი საუდის არაბეთში. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება", – აღნიშნა საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)