14:32 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 12:46:28, 1651 ნახვა

ეკონომიკა
ანანიაშვილი: Check in Georgia არის პროექტი, რომელმაც საშუალება მომცა ჩამეტარებინა საბალეტო ფესტივალი

„ბედნიერები ვართ, რომ საქართველოში მართლაც ბევრი ფესტივალია და კულტურა ასეთ მაღალ დონეზე გვაქვს, - ამის შესახებ  თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილმა Check in Georgia 2018 წლის პრეზენტაციას განაცხადა.

„ჩექინ ჯორჯია" არის პროექტი, რომელმაც საშუალება მომცა გასულ წელს პირველად ჩამეტარებინა ბალეტის ფესტივალი. დიდი ხანი მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ იმის გამო, რომ ოპერის თეატრში ამის საშუალება არ იყო, ეს ვერ შევძელი. თუმცა დღესდღეობით თეატრი უკვე აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და შესაძლებლობებით. დღეს ნამდვილად გვაქვს 21-ე საუკუნის შესაბამისი პირობები და აღარ გვრცხვენია დავპატიჟოთ უმაღლესი დონის მოცეკვავე თუ მომღერალი", - აღნიშნა ნინო ანანიაშვილმა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუ საბალეტო ფესტივალს მუდმივი სახე მიეცემა და ფესტივალის მაყურებელთა შორის იქნებიან ტურისტებიც, რომლებიც სპეციალურად ჩამოვლენ ფესტივალის სანახავად.

Check in Georgia 2018 წელს 300-მდე ღონისძიებას, მათ შორის საბალეტო ფესტივალს უმასპინძლებს. პროექტის წლევანდელი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics