15:40 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 12:39:39, 2144 ნახვა

მსოფლიო
ჯონათან ალენი: რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს, რაც საქართველოსა და ყირიმში ვიხილეთ

გაეროში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ჯონათან ალენის განცხადებით, რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, რაც მსოფლიომ ყირიმსა და საქართველოში იხილა. ამის შესახებ ალენმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა. 

ინფორმაციას webtv.un.org იუწყება.

როგორც ალენმა აღნიშნა, რუსეთის მთავრობა გეგმავს მკვლელობებს, რომლის გამოცდილებაც მას აქვს.

"ისინი სხვა ქვეყნების საქმეებში ერევიან. რუსეთი არაფრად მიიჩნევს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. რუსეთს აქვს დაზვერვის ყოფილი თანამშრომლების შეკვეთილი მკვლელობების გამოცდილება, ისინი მათ კანონიერ სამიზნედ მიიჩნევენ. ამის გათვალისწინებით დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაასკვნა, რომ, დიდი ალბათობით, სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან რუსეთი იდგა. ჩვენ დრო მივეცით რუსეთის მთავრობას არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მაგრამ მათ განმარტება არ გააკეთეს. აქედან გამომდინარე, როგორც მანამდეც განვაცხადეთ, ამან ხაზი გაუსვა მათ პასუხისმგებლობას მომხდარზე. ეს გაეროს წესდების მე-2 მუხლის დარღვევაა, რაც ძალის უკანონოდ გამოყენებას გულისხმობს“, - განაცხადა ჯონათან ალენმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics