15:40 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 11:16:56, 2040 ნახვა

მსოფლიო
ამერიკელი კონგრესმენი: რუსეთმა უნდა გაიღოს საფასური ქართველი ხალხის წინააღდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის

ამერიკელი კონგრესმენის ტედ პოს განცხადებით, რუსეთმა უნდა გაიღოს საფასური მის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, - კონგრესმენის განცხადება მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, მოსკოვი ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას გამოავლინოს ადამიანის უფლებების უგულვებელყოფის შემზარავი ფაქტები.

"რუსეთის მხარდაჭერის მქონე სეპარატისტული ხელისუფლება ამ დრომდე უარს ამბობს რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონში დაღუპული საქართვერლოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვბილის ცხედრის გადმოცემაზე. ასეთ დონეზე დაცემა მხოლოდ ტერორისტებსა და საძულველ რეჟიმებს შეუძლიათ", - წერია კონგრესმენის განცხადებაში.

მანვე დასძინა, რომ პუტინის რეჟიმის მიზანი ტირანიის ყველა ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაში გავრცელებაა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics