|
2018-03-15 10:54:35, 1512 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციას ევროკომისიის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში სამსახურის ხელმძღვანელი სუსანა მარაზუელა ასპიროზი ხელმძღვანელობდა. მხარეებმა შეხვედრაზე ევროკავშირის მიერ საქართველოში დაფინანსებული და მხარდაჭერილი სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების პროგრამები მიმოიხილეს, მათ შორის, ღვინის სექტორის რეფორმა, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დახმარებით ხორციელდება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის და მისი იმპლემენტაციის შესახებ და ყურადღება ევროკავშირის საიმედო პარტნიორობაზე გაამახვილა. როგორც მინისტრმა განაცხადა რესტრუქტურიზებული სამინისტროს ფარგლებში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება კვლავ რჩება პრიორიტეტულ მიმართულებად და ევროკავშირის დელეგაციას მადლობა გადაუხადა აქტიური მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამებზე, რომლებსაც FAO ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. ყურადღება გამახვილდა ღვინის სექტორის მართვის რესტრუქტურიზაციის საკითხზე. სუსანა მარაზუელა ასპიროზიმ სამინისტროს საქმიანობა წარმატებულად შეაფასა და სოფლის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის წარმომადგენლებმა მოინახულეს რეგიონებში ადგილობრივი განვითარების ჯგუფები და ადგილზე გაეცნენ მათ მიერ განხორციელებულ პროექტებს. ვიზიტის ფარგლებში, ევროკაშირის დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ღვინის ეროვნული სააგენტო და გაეცნენ მის საქმიანობას. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ევროკავშირის დელეგაციის კოოპერაციის ხელმძღვანელი ვინსენტ რეი და FAO-ENPARD-ის პროექტების კოორდინაციის ოფიცერი ხავიერ სანს ალვარესი ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა 2013 წლიდან დღემდე, საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტები 179.5 მილიონი ევროთი დააფინანსა. ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნა. (NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)