21:10 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 22:13:15, 2282 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ბრიტანელი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლბერიში, რუსული დაზვერვის ყოფილ ოფიცერ სერგეი სკრიპალზე თავდასხმას ეხმაურება.

როგორც მინისტრის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო მომხდარს მკაცრად გმობს და დიდი ბრიტანეთს მხარდაჭერას უცხადებს.

"მკაცრად ვგმობთ ნერვულ-პარალიზებადი ნივთიერების გამოყენებით სოლსბერიში მომხდარ თავდასხმას. საქართველო ბრიტანელი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს - გაერთიანებულ სამეფოს სამართლიანობის სწრაფვაში", - ნათქვა​მია მიხეილ ჯანელიძის განცხადებაში, რომელსაც მინისტრი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.



 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics