|
2018-03-14 19:58:03, 1752 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველი ვალეში კათოლიკური სიწმინდეების დაწვასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს
საქართველოს სახალხო დამცველი 12 მარტს, ვალეში მდებარე სალოცავის გვერდით, დაუდგენელი პირის (პირების) მიერ კათოლიკური ლიტერატურისა და ხატების დაწვის ფაქტს ვანდალურს უწოდებს და მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა ქალაქ ვალეს მოსახლეობას, ასევე, ადგილობრივი რელიგიური გაერთიანებების წინამძღვრებს და მათგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. ცნობილია, რომ აღნიშნული სალოცავით სარგებლობენ როგორც მართლმადიდებლები, ისე კათოლიკეები. მომხდარ ფაქტს გამოეხმაურნენ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე. მათ დაგმეს მომხდარი ვანდალური ფაქტი და ისაუბრეს გამოძიების აუცილებლობაზე. „მნიშვნელოვანია, რომ მომხდარზე დროულად დაიწყო გამოძიება. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, გამოძიება მინდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით, რაც რელიგიური გაერთიანების საქმიანობისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ეფექტურად წარმართოს და დროულად დაასრულოს საქმის გამოძიება, რეგულარულად აწარმოოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები. სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევა ყოფილა რელიგიურ ნაგებობაზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის. მსგავს ფაქტებს განსაკუთრებით, ადგილი აქვს უმცირესობების წინააღმდეგ. სახალხო დამცველი არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ საქართველოში რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის პრინციპები იყოს დაცული“,-ნათქვამია განცხადებაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)