12:34 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 17:25:20, 1224 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი: ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ჩვენთვის 24 საათიან რეჟიმში მუშაობის საკითხია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ვერ საუბრობს კონკრეტულ ვადებზე, როდესაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემა მოხდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დაუბრუნდეს.

ციხელაშვილი ასევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც მათ ტატუნაშვილის გარდაცვალებას სამწუხარო უწოდეს:

„ჩვენ ამ ტრაგიკული ფაქტის პირველივე დღიდან ვამბობდით  და ახლაც ამ კონტექსტში  შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხადია, ეს  უკავშირდება რუსეთის პასუხისმგებლობას და თავად ეს განცხადებაც გაკეთებულია სწორედ იმ აქტორის მიმართ, რომელიც ახორციელებს კონტროლს და პასუხისმეგებლია იმ ვითარებასა და მოვლენებზე, რომლებიც დღეს ხდება საუბედუროდ. აქედან გამომდინარე, ბუნებრიივა, ჩვენი მოლოდინი უკავშირდება ქმედით ნაბიჯს და არა გარკვეული განწყობების დაფიქსირებას.ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია.ეს არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია. თითოეული ჩვენგანი არის 24 საათიან რეჟიმში, ყველა შესაძლო არხით, ფორმალური, თუ არაფრომალური კონტაქტებია ჩართული, მათ შორის უმაღლეს დონეზე, რომ მოხერხდეს გადმოსვენება და ოჯახისათვის გადაცემა.ეს არის ძალიან მაღალი პრიორიტეტი და ამვდროულად, ბუნებრივია, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ძალიან დესტრუქციული ქმედება თავის მხრივ, და, ალბათ, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით ამ პრინციპულობასთან ერთად უნდა მივუდგეთ ყველაფერს იქიდან გამომდინარე, რომ  ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლავთ მშვიდობა, სტაბილურობა, რაც არ  ნიშნავს არსებულოი ვითარების სტაბილიზაციას, ამას ხაზს ვუსვამ, სწორედ ამიტომ ვეძებთ გამოსავლებს“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
ბელგოროდის რეგიონში უკრაინის დარტყმების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა
სროლაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი, ტრამპს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics