03:42 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 14:52:30, 1675 ნახვა

საზოგადოება
ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლი წიქორიძის ტრავმირებულ ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ ცეცხლსასროლი იარაღით  დაჭრილი ძაღლი მუნიციპალურ თავშესაფარში სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ თეიმურაზ წიქორიძის ტრავმირებულ ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანა. 

მიუსაფარი ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში, ქვემო ფონიჭალაში,  მიმდინარე წლის 8 მარტს  დაჭრეს.  ტრავმირებული ძაღლი გადაყვანილ იქნა ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც ვეტერინარულმა  პერსონალმა  ცხოველს სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაუწია. ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად  სტაბილურია, თუმცა მის გადასარჩენად საჭირო გახდა ფეხის ამპუტაცია.  

“დღეს თეიმურაზ წიქორიძის სახელობის თავშესაფარში მოვიყვანეთ 8 მარტს ტრავმირებული ძაღლი, რომელსაც  ოთხსაათიანი ოპერაცია  ჩავუტარეთ და გადავარჩინეთ,  თუმცა სამწუხაროდ, მან ფეხი დაკარგა.  ძაღლი დღეს უკვე  უკვე თბილ და მზრუნველ გარემოშია მოთავსებული. მინდა, საზოგადოებას მოვუწოდო, მიბაძონ ბატონ თეიმურაზს ცხოველების მიმართ ჰუმანურ მოპყრობასა  და კეთილგანწყობაში, ასევე, ვთხოვ ყველა ორგანიზაციასა და თავშესაფარს, ითანამშრომლონ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან“ - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ. 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics