13:21 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 11:51:44, 1562 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: „საქართველოს კაპიტალმა“ 300 მლნ დოლარის ღირებულების ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განათავსა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს კაპიტალის მიერ 300 მილიონი დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების საფონდო ბირჟაზე განთავსების საკითხს გამოეხმაურა.

კვირიკაშვილის განმარტებით, 300 მილიონი დოლარი, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესიტიის სახით შემოვა საქართველოში, დაბანდდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტურისტული ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, მეღვინეობა, ასევე მოხმარდება სხვადასხვა სექტორების განვითარებას. კვირიკაშვილის შეფასებით, ეს ძალიან დიდი მიღწევაა არა მხოლოდ   კომპანიისთვის,არამედ ქვეყნისთვის:

„ეს არის მართლაც პირველი ფაქტი, როდესაც საქართველოში არსებულმა არასაფინანსო კომპანიამ, ეს არის საინვესტიციო ბიზნეს ჰოლდინგი საქართველოს კაპიტალი, 300 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციები განათავსა ირლანდიის საფონდო ბირჟაზე. ეს არის 300 მილიონი დოლარი, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესიტიის სახით შემოვა საქართველოში და დაბანდდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტურისტული ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, მეღვინეობა, და სხვადასხვა სექტორების განვითარება. ნამდვილად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის. ამ BGO ჯგუფთან ერთად დღეს ჩვენ გვექნება შეხვედრა, ერთობლივი პრეზენტაცია ამ შედეგის და მე მინდა მივულოცო ამ ჯგუფს ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, არა მხოლოდ ამ ჯგუფის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის”,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
მითების დეტექტორი: ამერიკის ყოფილი და ბრიტანეთის მოქმედი ელჩების ყალბი ანგარიშები შეიქმნა
საპატრიარქოში სინოდის სხდომა დაიწყო
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics