|
2018-03-14 10:36:50, 2394 ნახვა
მსოფლიო
სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
ცნობილი ინგლისელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი სტივენ უილიამ ჰოკინგი კემბრიჯში, საკუთარ სახლში ოთხშაბათს, დილით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. “ის იყო დიდი ადამიანი და მეცნიერი, რომლის ნაშრომი და მემკვიდრეობა წლობით გააგრძელებს არსებობას”, – ნათქვამია ჰოკინგის შვილების განცხადებაში. სტივენ ჰოკინგს 21 წლის ასაკში მძიმე განუკურნებელი ნევროლოგიური დააავდების – ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუდგინეს. 30 წლის ასაკში, ამ დაავადებამ, მისი სრული პარალიზება გამოიწვია. გარდა იმისა, რომ აღნიშნული დაავადება ადამიანს მოძრაობის უნარს უკარგავს, ის იწვევს იმ კუნთების პარალიზებასაც, რომლის საშუალებითაც ადამიანი სუნთქავს. ექიმება ჰოკინგს დიაგნოზის დასმისას უთხრეს, რომ ის ორ წელს იცოცხლებდა. თუმცა, მათი პროგნოზი არ გამართლდა, ჰოკინგი სამეცნიერო მოღვაწეობას აგრძელებდა, ორჯერ დაქორწინდა და სამი შვილის მამა გახდა. სტივენ ჰოკინგს 1985 წლიდან საუბარიც არ შეეძლო, თუმცა ის იყენებდა სპეციალურ კომპიუტერს (ხმის სინთეზატორს) და ამით ეკონტაქტებოდა ადამიანებს, ატარებდა ლექციებს და ა.შ 1998 წელს მან გამოსცა წიგნი „დროის მოკლე ისტორია", რომელიც ათმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. მასში სამყაროს აღმოჩენაზე, ბუნების სივრცესა და დროზე, შავ ხვრელებსა და სუპერსიმების თეორიაზეა საუბარი. ჰოკინგის ცნობილი სამეცნიერო შრომებია: „დროისა და სივრცის მსხვილმასშტაბური სტრუქტურა“, „ფარდობითობის ზოგადი ავტორის თეორია: აინშტაინის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიმოხილვა“, „გრავიტაციის 300 წელი”; ასევე წიგნები „დროის მოკლე ისტორია“, „შავი ხვრელები, ახალგაზრდა სამყარო“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)