|
2018-03-13 19:49:12, 2673 ნახვა
საზოგადოება
„ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობას აფრთხილებს
კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში უცნობი პირები მათი სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და მათგან პირადი მონაცემების მიწოდებას ითხოვენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უცნობი პირები კომპანიის სახელით მომხმარებლებს ასევე გარკვეულ ფასად HN3-ს დეტექტორების მონტაჟს სთავაზობენ. "ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კომპანიის აბონენტებთან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელით რეკავენ უცნობი პირები. ისინი მომხმარებლებს სთხოვენ ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრების დაზუსტებასა და სხვა პირად ინფორმაციას. ასევე ინტერესდებიან „ყაზტრანსგაზ-თბილისი“-ის თანამშრომლებმა ბოლო სამი თვის განმავლობაში განახორციელეს თუ არა მათთან გაზგაყვანილობის შემოწმება. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ, რომ აღნიშნულ ზარებთან კომპანიას არანაირი კავშირი აქვს. ნებისმიერი მსგავსი ზარის განხორციელების შემთხვევაში, არ გასცეთ თქვენი ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია, ასევე მსგავსი ფაქტის დაფიქსირებისას გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ კომპანიის ცხელ ხაზზე 2404004 24 საათის განმავლობაში. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ არ ინტერესდება მომხმარებლების ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრებითა და სხვა პირადი მონაცემებით, რაც ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. კომპანია ასევე არ ახორციელებს HN3-ს დეტექტორების მონტაჟს", - ნათქვამია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)