|
2018-03-12 19:49:23, 1967 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: ვიხელმძღვანელებთ მათი რჩევებით, ვისაც ჭკუა მოეკითხება
პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც, გიორგი კვირიკაშვილმა ჟენევის ფორმატში პირადად ჩართვის სურვილი გამოთქვა, ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე „კურიერთან“ აღნიშნავს, რომ საუბარია ჟენევის ფორმატის ეფექტურობის გაზრდაზე და არა პრემიერის მიერ პრეზიდენტის ჩანაცვლებაზე: „საუბარია ამ ფორმატის გააქტიურებაზე, მისი ეფექტურობის გაზრდაზე და სწორედ ამ კუთხით უნდა განვიხილოთ ჩვენ პრემიერის ინიციატივა საკუთარი ჩართულობის შესახებ.ეს ჩართულობა არ გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტმა პრემიერი უნდა ჩაანაცვლოს, როგორც მე წარმომიდგენია გულისხმობს იმას, რომ იქ საკითხები უნდა მომზადდეს“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. მან ოპოზიციის მოთხოვნას, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატის გაუქმებასთან დაკავშირებით ასე უპასუხა: „ჩვენ გვაქვს მუდმივი საუბრის რეჟიმი, დიალოგის რეჟიმი ჩვენს პარტნიორებთან და ამით ვიხელმძღვანელებთ, მათი რჩევებით, ვისაც ჭკუა მოეკითხება“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)