10:53 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 18:37:08, 1609 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე - ოპოზიციას შევთავაზეთ ვერსია, რომელიც სწორია როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით

„ჩვენ შევთავაზეთ ვერსია, რომელიც არის როგორც ტექნიკური, ასევე, სამართლებრივი, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით სწორი",- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობასა და  უმცირესობას შორის გამართული კონსულტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კონსულტაციაზე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით იმსჯელეს.

„დღეს დეტალებისგან და კონკრეტიკისგან ჯობია თავი შევიკავოთ, იმიტომ, რომ მოლაპარაკებები არ დასრულებულა. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი ვარიანტი, მათ შორის, სიასთან დაკავშირებული ვერსია და ჩანაწერი. შევთავაზეთ ვერსია, რომელიც სწორია როგორც ტექნიკური, ასევე, სამართლებრივი, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით. ახლა უკვე ბურთი მათ მოედანზეა და ორი დღის შემდეგ, უნდა გვითხრან პასუხი ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ თუ პასუხისმგებლობის დონე არის იმ ხარისხის, რომ ჩვენ მართლაც უნდა შევჯერდეთ ერთიან, ძლიერ რეზოლუციაზე დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჩვენს მოქალაქეებს, მათ სიცოცხლესთან დაკავშირებულ გარკვეულ რისკებს-განსაკუთრებით, ამ საკითხებზე ჩვენ უნდა შევჯერდეთ და საერთო რეზოლუცია უნდა მივიღოთ",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, კონსულტაციაზე პრინციპული წინააღმდეგობა არ ყოფილა.

„პრინციპული წინააღმდეგობა, შემიძლია გითხრათ, რომ არ ყოფილა, მაგრამ არის სამართლებრივად და პოლიტიკურად გამართული წინადადებები და ფრაზები, რასაც ასევე, მნიშვნელობა აქვს, იმდენად მნიშვნელოვან დოკუმენტთან გვაქვს საქმე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ მათ პასუხს უნდა დაველოდოთ ამაზე",- განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics