19:59 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 17:21:55, 1936 ნახვა

პოლიტიკა
„თურმე საქართველოს გადაგდება შეიძლება, რომ კრემლმა შესანსლოს“ - Deutsche Welle-ს ანალიტიკოსი ევროკავშირს აკრიტიკებს

Deutsche Welle-ს ანალიტიკოსი კონსტანტინ ფონ ეგერტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს ეხმაურება.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნების შეშფოთება საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის გამო, უსამართლოა.

"ევროკავშირის ხელმძღვანელობა გასულ კვირას თავს დაესხა საქართველოს, იმის გამო, რომ ამ ქვეყნის ასობით მოქალაქემ გერმანიასა და შვედეთს 2017 წლის მარტიდან თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა - სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია ამოქმედდა. კიდევ ასობით ადამიანმა იქურდა და სხვადასხვა უმსგავსობები ჩაიდინა (მიხარია, რომ ისინი დააკავეს და გააძევეს). კიდევ რამდენიმე ათასმა არალეგალური სამსახური იპოვა. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იძულებული იყო ბრიუსელში ტუსკის მუქარებისთვის ესმინა. ანუ მთელი ერიტრეა და ნახევარი ავღანეთი შესაძლოა ევროკავშირში გადასახლდეს და მათ გარშემო იცეკვონ, ხოლო საქართველო - კონტინენტის უძველესი, პოლიტიკური ერი (სომხეთთან ერთად), ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა - ისინი თურმე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ და მათი გადაგდება შეიძლება, რომ კრემლმა შესანსლოს. ასე გამოიყურება პოლიტიკური თვითმკვლელობა და ამ შემთხვევაში ეს არ არის საქართველოს თვითმკვლელობა", - განაცხადა ფონ ეგერტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics