13:17 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 13:42:51, 1739 ნახვა

ეკონომიკა
მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივის განხილვა გორში შედგა

ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ, მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო რეგიონებში საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.

12 მარტს, ქალაქ გორში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული ახალ საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო.

ახალი საგადასახადო ინიციატივა განკუთვნილია საქართველოში მცირე მეწარმეობის წახალისებისთვის და ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას. ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს. ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური, ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით. 

ახალი საგადასახადო რეფორმა უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომაფინანსურ რესურსებზე. შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის საქართველოში.

მცირე მეწარმეობის განვითარების წახალისებისთვის გათვალისწინებული საგადასახდო შეღავათების გარდა, საგადასახადო კოდექსში, ასევე, ინიცირებულია რამდენიმემნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას.

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში გამოქვეყნებულია „საკანონმდებლო მაცნეს", ასევე, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/4072647 და შესაძლებელია შენიშვნებისა და წინადადებების დაფიქსირდება.

საჯარო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
მითების დეტექტორი: ამერიკის ყოფილი და ბრიტანეთის მოქმედი ელჩების ყალბი ანგარიშები შეიქმნა
საპატრიარქოში სინოდის სხდომა დაიწყო
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics