2018-03-11 21:50:13, 3000 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან
საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულმა ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორის ტერიტორია დატოვეს. ისინი 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს. 23 თებერვალს ცნობილი გახდა ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე. ქუტაშვილი და პავლიაშვილი ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულები იყვნენ, თუმცა ე.წ. საბუთების უქონლობის გამო, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება არ ეძლეოდათ.
ავტორი: ,