|
2018-03-11 15:07:46, 2005 ნახვა
საზოგადოება
ბათუმი ტრადიციულ ლიტერატურულ კონკურსს უმასპინძლებს
"ლექსების გამოფენა-ასი სიტყვა“, - ასე ჰქვია ტრადიციულ ლიტერატურულ კონკურსს, რომელსაც ა(ა)იპ "ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი“ ბათუმში, 19-20 მაისს ჩაატარებს. მანამდე კი, ლიტერატურულ კონკურსში (პოეზიაში) მონაწილეობის მსურველმა საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი, ბეჭდვით გამოცემებში, ან ინტერნეტსივრცეში გამოუქვეყნებელი ერთი ლექსი. გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი პრიზები: პირველი ადგილი – 1000 ლარი; მეორე ადგილი – 700 ლარი; მესამე ადგილი – 500 ლარი. ასევე, კიდევ ერთ კატეგორიაში - "მინიატურული პროზა - ასი სიტყვა" მონაწილეობის მსურველმა საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი, ბეჭდვით გამოცემებში, ან ინტერნეტსივრცეში გამოუქვეყნებელი ასსიტყვიანი, ერთი პროზაული ნაწარმოები (სათაური არ ითვლება სიტყვათა რაოდენობაში). გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი პრიზები: პირველი ადგილი – 1000 ლარი; მეორე ადგილი – 700 ლარი; მესამე ადგილი – 500 ლარი. ერთ ავტორს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს როგორც პროზაში, ასევე, პოეზიაში. ავტორებმა ნამუშევრები 26 მარტამდე უნდა გაგზავნონ შემდეგ მისამართზე: leqsebisgamofena2017@gmail.com, აუცილებელია სახელის, გვარისა და საკონტაქტო ტელეფონის მითითება. ორგანიზატორების თქმით, დაგეგმილია საუკეთესო ნაწარმოებებისაგან შედგენილი კრებულის დაბეჭდვა. ჟიურის შემადგნლობაში არიან: როსტომ ჩხეიძე, ანი კოპალიანი, ალექსანდრე ელერდაშვილი, როინ აბუსელიძე, ჯემალ ინჯია. ნაწარმოებების ავტორთა ვინაობა ჟიურისთვის უცნობია გამარჯვებულთა გამოვლენამდე.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)