|
2018-03-11 14:34:29, 1757 ნახვა
საზოგადოება
მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციის გამო ბაგებიდან მაღლივ კორპუსამდე უფასო ავტობუსების მარშრუტი დაინიშნა
უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 თვით გადაიკეტა. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ბაგებიდან მაღლივ კორპუსამდე ავტობუსების დროებითი მარშრუტი დაინიშნა. სამი ავტობუსი ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში უფასოდ იმოძრავებს და მხოლოდ სტუდქალაქთან და მაღლივ კორპუსთან გაჩერდება. დედაქალაქის მერი კახა კალაძე უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდინარე ვერეზე მდებარე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. კახა კალაძის თქმით, ხიდს, რომელიც აშენების შემდეგ არასოდეს შეკეთებულა, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება. „ჩვენ დავიწყეთ სარეაბილიტაცო სამუშაოები ამ საფეხმავლო ხიდზე, რომელიც ბაგებსა და მაღლივ კორპუსს ერთმანეთთან აკავშირებს. ხიდს აშენების შემდეგ რეაბილიტაცია აქამდე არასოდეს ჩატარებია. ჩვენ აქ კაპიტალურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩავატარებთ, რაც, დაახლოებით, 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამასთან, რადგან აღნიშნული ხიდით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვყოთ სამი ავტობუსი, რომელიც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მოემსახურება მათ, ვინც ამ ხიდის მეშვეობით გადმოდის ბაგებიდან მაღლივის მიმართულებით და პირიქით. რეაბილიტაციის დასრულებამდე ეს ავტობუსები 10-წუთიანი ინტერვალებით იქნება მათ სამსახურში" - განაცხადა კახა კალაძემ. საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია პროექტის მიხედვით მოიცავს ხიდზე არსებული საფარის გამოცვლას, ბურჯების გამაგრებას, გარდამავალი ფილის განახლებას, მოაჯირების შეღებვასა და განათების სისტემის რეაბილიტაციას. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გრუპო პონტე“ აწარმოებს. სამუშაოები 4 თვეს გაგრძელდება და მისი ღირებულება 515 515 ლარია. (NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)