|
2018-03-10 12:54:31, 3014 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი მზადაა, რუსეთის საქმეზე ჩვენება მისცეს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარვის საქმის ფარგლებში სპეციალური პროკურორის კითხვებს უპასუხოს, - ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ტრამპი გამოძიების დროულად დასრულებასაც მოითხოვს. მედიის წყაროს ცნობით, ტრამპი კითხვებზე პასუხების გაცემაზე იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ გამოძიება იმ ეპიზოდზე მაინც მალე დასრულდება, რომელიც უშუალოდ მას ეხება. პრეზიდენტის იურისტები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, მათ შორის იმასაც, რომ მიულერს 60-დღიანი დედლაინი დაუდგინონ მას შემდეგ, რაც გასაუბრება შედგება. გამოცემა წერს, რომ ადვოკატებს კითხვების თემატიკის გარკვეულ ჩარჩოებში ჩასმაც სურთ. ისინი ვარაუდობენ, რომ მიულერი ტრამპს FBI-ის ხელმძღვანელის პოსტიდან ჯეიმს კომის გათავისუფლების და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის მაიკლ ფინის დათხოვნის შესახებაც ჰკითხავს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)