|
2018-03-09 17:40:59, 1534 ნახვა
საზოგადოება
ამერიკელმა მეცნიერებმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის წამყვანი მეცნიერების დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტი შეაჯამეს. აშშ-ის წამყვანმა სპეციალისტებმა დადებითად შეაფასეს მთავრობის სტრატეგია და გატარებული ღონისძიებები. აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესში ღონისძიებების კომპლექსურად გატარება უმნიშვნელოვანესია. „საქართველოს წინაშე დგას მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ამოცანა. მოკლევადიანი არის მონიტორინგი, რაც მოგვცემს ინფორმაციას მავნებლის გავრცელების და ინტენსივობის შესახებ. მონიტორინგის მიხედვით უნდა დაიგეგმოს ქიმიური შეწამვლა. საშუალოვადიან პერსპექტივაში გამოზამთრებული ბაღლინჯოს განადგურება. ხოლო გრძელვადიანი ამოცანა გულისხმობს “მოიზიდე და მოკალის“ მეთოდების გამოყენებას და ბიოლოგიურ მეთოდებზე მუშაობას“, - განაცხადა ოკლაჰომას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენტომოლოგიისა და მცენარეთა პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფილიპ მალდერიმ. ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების წამყვანმა მეცნიერებმა გამართეს შეხვედრები და მოინახულეს საქართველოს რეგიონები, სადაც ადგილზე გაეცნენ აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და შეხვდნენ ადგილობრივ ფერმერებს. აგრეთვე გაიმართა მასშტაბური კონფერენცია საქართველოს სამეცნიერო წრეების მონაწილეობით. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID /REAP) და კომპანია TRECE Inc (აშშ) ორგანიზებით, საქართველოში იმყოფებიან აშშ-ის უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების წამყვანი მეცნიერები, მათ შორის აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო კვლევის სამსახურის (USDA, ARS), ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის, სასოფლო-სამეურნეო კვლევებისა და ექსტენციის ცენტრის, ოკლაჰომას და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები. (NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)