|
2018-03-09 17:23:22, 1408 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე საქართველოში ლიტვის ელჩს შეხვდა
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, საქართველოში ლიტვის ელჩ გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მდინარე მტკვრის დაბინძურებისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმების ჩამოყალიბებაზე იმსჯელეს და აღნიშნული მიმართულებით, ლიტვის მხრიდან დახმარების საკითხი განიხილეს. თბილისის მერია მდინარე მტკვრის მიერ მყარი ნარჩენების ჩამოტანის პრობლემის აღმოსაფხვრელად, კომპლექსური ღონისძიებების გატარებასა და საკითხის კომპლექსურ დარეგულირებას გეგმავს. პირველ ეტაპზე, თბილისზე მორგებული საუკეთესო პრაქტიკის გამოსავლენად, კვლევის ჩატარება იგეგმება. აღნიშნული კვლევის შედეგად დადგენილ ლოკაციებზე კი, მყარი ნარჩენების შესაგროვებლად და შეგროვებული ნარჩენების ამოსაღებად, ბადეებისა და ბარიერების მოწყობა, ასევე, შესაბამისი აღჭურვილობის შეძენა დაიგეგმება. „ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და საქართველოში ლიტვის ელჩთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. შეხვედრის მთავარი მიზანი მდინარე მტკვრის დაბინძურებისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმების ჩამოყალიბება იყო. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ლიტვის შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, თანამშრომლობას დავიწყებთ და ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს დედაქალაქში მცხოვრებლებს აწუხებთ და მდინარე მტკვრის ვიზუალურ დაბინძურებას ეხება, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება“, - განაცხადა მაია ბითაძემ. საქართველოში ლიტვის ელჩმა აღნიშნულ სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. „ამგვარი პრობლემის გადასაჭრელად, საინტერესო ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები გაგვაჩნია და მზად ვართ, თბილისში ჩვენს მეგობრებს დავეხმაროთ. შეხვედრაზე ასევე, ვისაუბრეთ სხვა გარემოსდაცვით საკითხებზე, რომელზეც თანამშრომლობაა შესაძლებელი“, - აღნიშნა ლიტვის ელჩმა. თბილისის მერის მოადგილესთან შეხვედრას, ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე დაინიუს კაზლაუსკასი და დაძმობილების პროექტების მრჩეველი დაივა მატონიენე ესწრებოდნენ. (NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)