08:24 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 14:35:43, 349 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მნიშვნელობა არა აქვს ვის დროს დაიწყო და ვის დროს გაიხსნა სასტუმრო Hilton-ი

„დღეს სადაო გახადეს ვის დროს დაიწყო და ვის დროს გაიხსნა, მნიშვნელობა არა აქვს ამას, მთავარია, რომ გაიხსნა და ყველას გილოცავთ“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო   Hilton-ის გახსნაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით,  აღნიშნული სასტუმროს მშენებლობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოივანი შენაძენი, ძალიან  მნიშვნელოვანი პროექტია.  ეს არის 130 მილიონ დოლარიანი  პროექტი, რომელიც წარმატებით  დასრულდა.  დღეს სადაო გახადეს ვის დროს დაიწყო და ვის დროს გაიხსა, მნიშვნელობა არა აქვს ამას, მთავარია, რომ გაიხსნა და ყველას გილოცავთ.  ობიექტურობა მოითხოვს, რომ ეს პროეტი წლების მანძილზე იყო შეჩერებული, უნდა დაწყებულიყო 2008 წელს  გაჩერებული პროექტი  და როცა მოვიდა ახალი ხელისუფლება მაშინ დაიწყო  სამუშაო პროექტები. შემდეგ 4 წლის განმავლობაში გაჩერდა და აქტიური სამუშაოები დაიწყო მას მერე, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, ვინაიდან რაღაც პრობლემები იყო მოსაგვარებელი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, სასტუმროს გახსნაზე, პრემიერ-მინისტრმა ბათუმში მიმდინარე სასტუმროების მშენებლობაზე, ინვესტიციებზე და აჭარში არსებულ ბუნებრივ რესურსებზე ისაუბრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics