00:39 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-09 14:29:53, 1379 ნახვა

საზოგადოება
ფრანგული მხარე ქართველი მეხანძრე-მაშველების გადამზადებას უზრუნველყოფს

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა.

​პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და სამსახურის სტრატეგიაზე ისაუბრეს.

"ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია. შესაბამისად, ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა საფრანგეთის ელჩთან შეხვედრაზე.

​მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩატარდება ერთობლივი სასწავლო წვრთნები, რაც ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს. ასევე, ფრანგული მხარე ქართველი მეხანძრე-მაშველების გადამზადებასაც უზრუნველყოფს.

საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ გიორგი მღებრიშვილი საფრანგეთში მიიწვია, რათა სსმს-ის ხელმძღვანელი ფრანგული კრიზის ცენტრების მუშაობის პრინციპებს გაეცნოს.

გიორგი მღებრიშვილმა საფრანგეთის ელჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამსახური ინტენსიურად მუშაობს 5 წლიანი უნიფიკაციის, მოდერნიზაციისა და სტანდარტიზაციის გეგმაზე.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics