|
2018-03-09 12:42:53, 1492 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინატორს მარკ ჰულსტს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის პროგრამების კოორდინატორს მარკ ჰულსტს შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საკითხები, ასევე, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. ზურაბ პატარაძე მარკ ჰულსტს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე ესაუბრა, ხაზი გაუსვა მაღალმთიანი აჭარის გაძლიერებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, რომელიც შიდა მიგრაციის პროცესების შეჩერებას და მთაში დასაქმების გაზრდას ისახავს მიზნად. მარკ ჰულსტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აჭარაში ახალი პროექტის „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა" ამოქმედების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 2017 წლიდან IOM ახორციელებს პილოტურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეების დროებითი (6 თვემდე) ლეგალური დასაქმება პოლონეთსა და ესტონეთში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადამზადდა აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს ერთი თანამშრომელი. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია რეგიონში აქტიურად მუშაობს ტრეფიკინგის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე, დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის, ლეგალური შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის და უსაფრთხო მიგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)